Home » სიახლე » ”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)

”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)

ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყელი არ აქვს, ნებისმიერ ავარიას გადაურჩებაო. თქვენ გგონიათ, რომ Star Wars-ის Wooky გაპარსეს? არა! ეს არის გრემი – ოპტიმირებული მძღოლი, რომელსაც ავარია ვერ მოკლავს!

Auto Bild

არ შეგეშინდეთ, ეს უბრალოდ გრემია. და ის აბსოლუტურად უწყინარია. გრემი არ არის მაინცდამაინც ლამაზი, მაგრამ ლამაზი არც უნდა იყოს. იმიტომ, რომ გრემი ისეთი ადამიანის პროტოტიპია, რომელიც ნებისმიერ ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩებოდა.

”გადაურჩებოდა” – აქ მთავარი სწორედ ეს სიტყვაა, რადგან გრემი ნამდვილი კი არ არის, არამედ სკულპტურა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების ავსტრალიურმა ორგანომ (TAC) შექმნა.

ავსტრალიელებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ჩვენ, მძღოლები კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობის წესების დაცვა და მაქსიმალური სიფრთხილე ავტომობილის მართვისას.

Auto Bild

გრემის შექმნაზე ავარიების მკვლევარმა, ექიმმა და ხელოვანმა იმუშავეს. მათთვის უმთავრესი კითხვა ასე ჟღერდა: ”როგორი უნდა იყოს ადამიანის სხეული, რომ ავარიას მაქსიმალურად უვნებელი გადაურჩეს და არცერთ ავტოსაგზაო შემთხვევას არ ემსხვერპლოს?” შედეგად მივიღეთ ფიგურა, რომელიც სილიკონისგან, მინაბოჭკოსგან, სინთეზური ხელოვნური ფისისა და ადამიანის ნამდვილი თმისგან შედგება.

Auto Bild

დაგვეთანხმებით, რომ ყველაზე უცნაურად გრემის თავი გამოიყურება. მეცნიერებმა ტვინის გარშემო დაჭმუჭნის, დეფორმაციის ზონა გაუკეთეს, რომელიც შეჯახების დროს უნდა დეფორმირდეს და

დარტყმის ძალა შთანთქას. სახეზე მსუქანი, ქონიანი ფენები გრემს ძვლების დამსხვრევისგან დაიცავენ. გრემს არ აქვს ყელი, ნეკნები კი ლამის თავამდე აქვს. უცნაურად გამოიყურება ნეკნებს შორის კანის ნაკეცებიც – ისინი უსაფრთხოების ბალიშების (აირბაგების) როლს ასრულებენ და ორგანოებს დაიცავენ. ასევე უცნაურია გრემის ექსტრემალურად გრძელი ფეხები დამატებითი სახსრებით – ეს იმიტომ, რომ ავარიების დროს ძალიან ხშირად სწორედ სახსრები და კოჭები იმსხვრევა.

Auto Bild

ამ აქციას უდიდესი რეზონანსი მოჰყვა, გრემმა იმუშავა! რამდენიმე დღეში მისი წარდგენის ვიდეო Youtube-ზე სამ მილიონამდე ადამიანმა ნახა. გრემის ფიგურა ახლა მელბურნის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში დგას, ახლო მომავლიდან კი მას ავსტრალიის ყველა სკოლაში მიიტანენ და ყველა ბავშვს აჩვენებენ.

Auto Bild

წყარო: autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს