Home » სიახლე » გადაჭრილი პოლონური ავტომობილი

ნახევარქათამა არ გაგახსენდათ? ეს მანქანა, რომელიც ოდესღაც პოლონურ კომპანია „პოლონეცის“ კონვეიერიდან ჩამოვიდა, სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჰოდა, ჩვენც „ნახევარ-პოლონეცი“ ვუწოდოთ, რადგან ავტორმა თავის ქმნილებას სახელი არ დაარქვა, ან ეს ჩვენთვის უცნობია.

Auto Bild

თქმა არ უნდა, ამ მანქანის მფლობელს არც თავის სატრანსპორტო საშუალებასთან განშორება ემეტებოდა და არც ქალაქის საცობში მოძრაობა ანიჭებდა სიამოვნებას. ჰოდა, მანაც ავტომობილის განახევრება გადაწყვიტა. ოღონდ, ეს საქმე მხოლოდ გაჭერი და შეადუღეთი აშკარად არ შემოიფარგლებოდა. შედუღების ადგილებს აუცილებლად დასჭირდებოდა გაძლიერება.

ყველაფერი კარგი, მაგრამ დავიწროვებულ ავტომობილში ძველი ძრავა აღარ ჩაეტეოდა. რით

შეცვალა ავტორმა აგრეგატი, უცნობია. ან რისთვის დაუტოვა ორადგილიან ავტომობილს ოთხი კარი, ამის ახსნაც ძნელია. ალბათ ამ ნაწილის გადაკეთება დაეზარა.

Auto Bild

მთავარი ისაა, რომ ეს უცნაურობა თავის პატრონს საცობებში ასიამოვნებს და გზებზეც სუპერ ავტომობილივით მიიქცევს ყურადღებას. ოღონდ, თუ სუპერის დანახვაზე ავტოგურმანს ოჰ-ვაჰ აღმოხდება, ეს ნახევარქათამა სულ ცოტა, ღიმილს გამოიწვევს…

Auto Bild

 

 

წყარო: Autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს