Home » სიახლე » მასკის რაკეტამ ამერიკაში ავარია გამოიწვია

ლოს ანჯელესის მცხოვრებთ ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ. ყოველ შემთხვევაში მათ, ვინც ცაზე მანათობელი სვეტი შენიშნა და ამის გამო, საგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

Tesla-ს შეფის, ელონ მასკის კოსმოსურმა პროგრამა „სპეის იქსმა“ თავის კოსმოსურ ხომალდ „ფალკონ 9-ს“ სატესტო გაშვება 22 დეკემბერს განახორციელა. როგორც კი მზე ჩავიდა, რაკეტა სწორედ მაშინ გამოჩნდა ლოს ანჯელესის ცაზე. ამ დროს ქალაქში პიკის საათი იყო და გზებიც შესაბამისად, გადატვირთული.

ჰოდა, აბა ამის დამნახავ მძღოლებს რა დაემართებოდათ? ერთნი მაშინვე მიხვდნენ, რა უნდა ექნათ და ტელეფონებით ვიდეოს გადაღება დაიწყეს.

აქ რომ ვიდეოს გაჩვენებთ, სწორედ ასეთი საზრიანის შემოქმედებაა. ზოგმა პირი დააღო და სვლა შეანელა. ზოგმა კი პირიც დააღო და ტემპი არ დაუგდია. ჰოდა, რამდენიმე შეჯახებაც სწორედ ამ დროს მოხდა.

აი ასეთი კაცია მასკი. მისი „ტესლას“ მიერ წარმოებულმა ელექტრომობილებმა გაავსო ლოს ანჯელესი. ახლა კი ქალაქის მცხოვრებთ ასეთი საინტერესო სანახაობა მოუწყო. კარგი იქნებოდა, წინასწარ გამოეცხადებინა, საღამოს ცაზე უცნაურ რამეს

დაინახავთ და ამ დროს თუ საჭესთან იქნებით, ყურადღება არ მოადუნოთო…

ჰო მართლა, მასკი კოსმოსური ტურიზმის ბიზნესის დასაწყებად ემზადება და „ფალკონ 9-ს“ გამოცდაც, ამ და სხვა კოსმოსური პროგრამების ნაწილია…

 

 

 

წყარო: autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს