Home » სიახლე » მორჩა, მაქსიმუმ 100 კმ/სთ! ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდა

გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი და გამოყენება სავალდებულო გახდა.

”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა, ხოლო აღნიშნულის შესახებ მთავრობამ „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი გასულ წელს დაამტკიცა.

► მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ რეგლამენტი 5 ტონამდე და მეტი სრული მასის, 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 3.5 ტონამდე და 3.5 ტონიდან 12 ტონამდე მასის მქონე ტვირთის გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება.

  • როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, 5 ტონამდე და 5 ტონაზე მეტი მასის მქონე, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის გზებზე გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომლითაც მათი სიჩქარე საათში 100 კილომეტრზე მეტი არ იქნება.

  • ხოლო 3.5 ტონამდე ან მეტი სრული მასის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე საათში 90 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი განსაზღვრავს გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეებს; სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებისა და გამოყენების წესს; სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიებს, რომლებზეც სავალდებულოა ამ რეგლამენტის დებულებების გამოყენება და სიჩქარის

შემზღუდველი მოწყობილობების დაყენებასა და გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს.

ცნობისთვის, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების ვალდებულება ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

 

წყარობიზნესპრესნიუსი

autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს