Home » სიახლე » ოცნების სახლი მერსედესის მოყვარულთათვის (+ ვიდეო)

ექსტრავაგანტური სამოგზაურო ავტომობილები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კარგი და კომფორტული კემპერი ძალიან ძვირია, ამ სეგმენტში უდიდესი არჩევანია.

ერთ-ერთი უახლესი და საინტერესო ვერსიაა კემპერი Lensson 3C, რომელიც კიოლნში, კომპანია Orange Work-მა წარმოადგინა. ეს გახლავთ ყვითელი ფერის მონსტრი-კემპერი “G-კლასის” ბაზაზე, რომლის კლირენსი 45 სანტიმეტრია და რომელიც უაღრესად მდიდრული ინტერიერით გამოირჩევა.

Auto Bild
Auto Bild

მისი ძრავა 3-ლიტრიანი დიზელის აგრეგატია, რომლის სიმძლავრე 224 ცხენის ძალა გახლავთ. რა თქმა უნდა, მუდმივი სრული ამძრაობა აქვს და სამი დიფერენციალის

ბლოკირებითაც გამოირჩევა. ფასს არ იკითხავთ? 365 000 ევროდან! “მერსედესის” მოყვარულთა “ოცნების სახლი” იაფი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება…

 

წყარო: autobuild.ge

 

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს