Home » სიახლე » ვინ ვართ ? რას გთავაზობთ ?

   
     პოლონური ქარხნის “NIEWIADOW”- ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამიერიდან შპს “ნივიადოვ ჯორჯია” მომხმარებელს შესთავაზებს “NIEWIADOW‘-ის ქარხნული მანქანის  მისაბმელებს და მის ნაწილებს.

ავტო მისაბმელი თანამედროვე ცხოვრების სტილია. ის ტვირთის გადაადგელების საუკეთესო, იაფი და სწრაფი საშუალებაა, რომლის წყალობითაც ჩვენ დაგვავიწყდა სატვირთო მანქანების და თავზე საბარგულიანი “ვოლგების” ძიება 🙂

 

ანდრო ბასილაძე – კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი:
ჩვენი ბიზნეს იდეა იქიდან წამოვიდა,  რომ მისაბმელი, როგორც ტვირთის გადატანის საშუალება ძალიან მოხერხებულია და ვთვლით, რომ ის ყველასთვის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალებაა.  ჩვენ უკვე დღეს სხვას ვთავაზობთ იმ კომფორტს, რაც მისაბმელით გადაადგილებისას, თავად გამოგვიცდია. 8-9 თვეა რაც აქტიურად ვავითარებთ ჩვენს ბიზნესს და სამომავლო გეგმებსაც ვსახავთ.

 

რას სთავაზობთ მომხმარებლებს ?

ამ ეტაპზე ჩვენი ბიზნესი სამი მიმართულებით ვითარდება. მომხმარებლებს მისაბმელების  გაქირავების სერვიისს ვთავაზობთ. გვყავს ახალი მისაბმელები, რომლებსაც ვყიდით. ასევე გვაქვს მისი სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები. ერთი ბიზნესი გაქირავება, გათვლილია ტურისტებისთვის და ასევე მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მისაბმელით გადაადგილებისას ნამდვილად ეძლევათ შესაძლებლოვბა შეიქმნან კომფორტი  და დაზოგონ ფული.
რაც შეეხება რეალიზაციას, ამჟამად მხოლოდ ახალი მისაბმელები და ახალი ნაწილების ფართო არჩევანი გვაქვს, რომლებიც ევროპიდან ჩამოგვაქვს, კერძოდ პოლონეთიდან.  ჩვენი პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია Pricep.Ge -ზე.

როგორია ფასები და რამდენად არის მოთხოვნა ბაზარზე ?

ჩვეთან მისაბმელის  გაქირავება ხდება მაქსიმუმ 1 წლის ვადით და ასევე დღიურად. რაც შეეხება ფასებს, ერთი დღის ფასი ყველაზე პატარა მისაბმელის (2X1.26 მ. 750 კგ.) შემთხვევაში 60 ლარი, ხოლო რამოდენიმე დღის შემთხვევაში ფასი 30 ლარია. მისაბმელი საწვავს საერთოდ არ მოიხმარს, რადგან მატორი არ აქვს :). ფასი ყველასთვის  მისაღებია. სარეალიზაციოდ კი, ამ ეტაპზე ყველანაირი მისაბმელი  გვყავს, რომელთა ფასიც 2300 ლარიდან იწყება და 35000 ლარამდე ადის. იმ შემთხვევაში თუ არ გვყავს შესაბამისი მისაბმელი შესაძლებელია სპეციალურად დავამზადებინოთ რასაც ითხოვს მომხმარებელი.

ჩვენი გაქირავების და გაყიდვის მთავარი წერტილი საქართველოა, ასევე მეზობელი ქვეყნებშიც ვაკეთებთ ექსპორტს.

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები ?

ჯერ მხოლოდ  9 თვეა, რაც მომხმარებლებს ვემსახურებით. გეგმები კი სამომავლოდ ძალიან ბევრი გვაქვს. პროექტების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია. კერძოდ, მალე დავიწყებთ საქართველოში დამზადებას მისაბმელების, რომელიც იქნება ევრო სტანდარტების და არაფრით ჩამოუვარდება სხვა მისაბმელებს, მეტიც უფრო ხარისხიანი და ხალხის მოთხოვნის შესაბამისი იქნება. ამაში იმედი გვაქვს ხელს შეგვიწყობს ხალხიც და მთავრობაც.

ამჟამად გვაქვს ნაწილები რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ და თქვენი ხელით ააწყოთ სრულყოფილი მისაბმელი. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს,  ვაპირებთ ბაზარზე სხვადასხვა ახალი მისაბმელის ნაწილების შემოტანას, გვექნება ფართო არჩევანი და მისაღები ფასები. მოლაპარაკებები გვაქვს როგორც გერმანულ  ისე სხვა  ევროპულ წამყვან  ბრენდებთან.

ასევე მომავალი წლიდან ვგეგმავთ მისაბმელის მართვის შემსწავლელი კურსებიც შემოგთავაზოთ.

 

უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად იცავენ მძღოლები წესებს მისაბმელით გადაადგილებისას და რა სირთულეს აწყდებიან ქალაქში ?

ჩვენ, როცა მომხმარებელს  ვთავაზობთ სერვისს, მათ შესაბამისი ინფორმაციით ვუზრუნველვყოფთ. ასევე ვამოწმებთ, თუ რამდენად ფლობენ ქალაქში გადაადგილებისთვის შესაფერის უნარებს.
ყოფილა შემთხვევა, როცა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისაბმელის გაქირავებაზე უარი გვითქვამს. თუმცა უსაფრთხო გადაადგილება ქალაქის მთავარი პრობლემაა, ავტომობილების მძღოლები ნაკლებად იცავენ წესებს, ამიტომ როცა მისაბმელით მოძრაობ მისი მართვა კარგად უნდა იცოდე.

 

 

 

 

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 593 499 800

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, ორთაჭალა, დიდი ხეივნის 16

ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს, გალფის ბენზინ გასამართ სადგურსა და თაღლაურას შორის ჩამოსახვევი