Home » სიახლე » რამდენ ხანში გაიაფდება ელექტრომობილები?

ექსპერტები 2025 წელს ვარაუდობენ

დღეს ეს წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა ბლუმბერგის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრომობილები 2025 წლისთვის შიგაწვისძრავიან მოდელებზე ნაკლები ეღირება. ამას კი ელექტრომობილების და შესაბამისად, მათთვის საჭირო ელემენტების ბლოკების წარმოების ზრდა გამოიწვევს.

კვლევისას ჩატარებული ზოგადი გათვლებით, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკების ღირებულება, მათი ტევადობის ყოველ 1 კილოვატსაათზე, 70 დოლარამდე შემცირდება.

  • შედარებისთვის, ამჟამად 1 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტის საშუალო ფასი 208 დოლარია.

„უახლოეს წლებში ელექტრომობილების გაყიდვები გაიზრდება. თუმცა მათზე მოთხოვნის ზრდისთვის აუცილებელია, რომ ელემენტების ფასები შემცირდეს. ეს ელექტრომობილების გაიაფებას გამოიწვევს, რასაც თავის მხრივ, მათი წარმოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა მოჰყვება,” – ნათქვამია დასკვნაში.

გარდა ამისა, ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაში, თავის როლს ასრულებს მთავრობათა წამახალისებელი შეღავათები, რომელთა წყალობითაც, ელექტრომობილების ფასი მნიშვნელოვნად მცირდება. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დასამუხტი წერტილების ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

წყარო: Autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს