Home » სიახლე » ცუნამის გამო იაპონიაში მცურავი ელექტრომობილი შექმნეს

„ტოიოტას“ ყოფილმა თანამშრომელმა ჰიდეო ცურუმაკიმ შეიმუშავა პატარა ელექტრომობილი, რომელიც იმითაცაა გამორჩეული, რომ წყალში არ იძირება. როგორც თავად ამბობს, ასეთი ავტომობილის შექმნის იდეა მაშინ დაებადა, როცა იაპონიის 2011 წლის ცუნამის შედეგები ნახა.

Auto Bild

იმ დროს ცურუმაკი „ტოიოტას“ იმ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი იყო, რომელსაც ერთადგილიანი ელექტრომობილი უნდა შეექმნა, მაგრამ მან „ტოიოტა“ 2012 წელს დატოვა და საკუთარი კომპანია – „ფომ“ (Fomm) ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, მან საკუთარი ხელით ააწყო პირველი ავტომობილი.

Auto Bild
პარალელურად, ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად, მართვის ისეთი სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ავტომობილს წყალის ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას მისცემდა.

საბოლოოდ გადაწყდა ტურბინისებრი ბორბლების გამოყენება, რომელიც წყალს ზედაპირიდან ამოხაპავდა და მას გამფრქვევს მიაწვდიდა, რომლის მიერ გატყორცნილი წყლის ძალითაც, ავტომობილი მოძრაობას შეძლებდა. ამავე ბორბლების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა ავტრომობილის მართვა.

2016 წელს „ფომმა“ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ტრაინექს ასეტსთან“, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც, მცურავი ავტომობილის აგება მოხერხდა. მას შემდეგ, ცურუმაკის უკვე ასეთი ავტომობილის მეოთხე სატესტო პროტოტიპი აქვს დამზადებული. უფრო მეტიც, ის წარმოების დაწყებას ამ წლის ბოლოდან გეგმავს.

ავტომობილს ჯერ სახელი არ აქვს. მის კონცეპტუალურ ვერსიას „კონცეპტ ვან“ ჰქვია. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც სულ რაღაც, 14 ცხენის ძალას

გამოიმუშავებს. ძრავას ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისთვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 160 კილომეტრის გავლა მოახერხოს. ამასთან, მაქსიმალური სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღწევს.

Auto Bild

 

წყარო: autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს